20-06-2018
16 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელთა ბოლო მეცადინეობა ჩატარდა. მეცადინეობის თემატიკას წარმოადგენდა „მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებში მოხსენება გააკეთეს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფ. რევი ჩოგოვაძემ და II კურსის სტუდენტებმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვლადისლავ დაშტუმ, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი ძლიერი-სუსტი“ (ჯგუფი #108660).
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში მეცადინეობები განახლდება 22 სექტემბერს, ხოლო 29 აგვისტოდან - 5 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება საზაფხულო სკოლა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა (სკოლის მოსწავლეები) უნდა მიმართონ მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიას 1 ივლისამდე, მისამართზე: სტუ, კოსტავას 77, VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 511ა, 510ა. ტელ. 236-41-28, 64-47.
სიახლეებში დაბრუნება