10 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (დადგენილება №652), სტუ-ს თბო და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი გურამ ჩიტაშვილი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ახალგაზრდების მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის სტუ-ს საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.