3 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყაზახეთის ელჩი საქართველოში ადილ ტურსუნოვი სტუმრობდა. საპატიო სტუმარი შეხვდა სტუ-ის რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე.
შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ყაზახეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და ურთიერთათანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.