ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია
"ქიმია დღეს -2012"
21-23 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს -2012".
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქიმიისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი ჩართვა აქტიურ სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობაში, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებს შორის სამცნიერო მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.