07-06-2018
9-10 ივნისს ქ. რუსთავში დაგემილია პიროვნული განვითარების ტრეინინგი - სამსახურის ძიების ეფექტური გზები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკები და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
პროექტი ხორციელდება "ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის“ ორგანიზებითა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:
CV-ს შედგენა;
სამოტივაციო წერილის წერა;
ვაკანსიის ძიების გზები კერძო და საჯარო სექტორში;
გასაუბრების ეტიკეტი;
ეფექტური თვითპრეზენტაცია, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.
ღონისძიება ჩატარდება
რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში .
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობასთან დაკავშირებულ განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ორგანიზატორი მხარე.
მსურველებს შუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონულად,
ბმულის საშუალებით.
საკონტაქტო პირი:
შოთა ბუჩუკური, პროექტის კოორდინატორი
ტელ.: 599 32 11 70
სიახლეებში დაბრუნება