მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

წიგნის პრეზენტაცია - განხილვა

წიგნის პრეზენტაცია - განხილვა

10-04-2012
წიგნის პრეზენტაცია - განხილვა
 
28 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის კომისიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტმა, ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში მოაწყო წიგნის - “საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები (1988-1990) ტ. I”, “საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები (1990-1991) ტ. II” - პრეზენტაცია-განხილვა.
წიგნის ავტორ-შემდგენელები არიან სტუ-ს საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოც. Pპროფესორი, ისტორიის დოქტორი ედიშერ გვენეტაძე. სტუ-ის დოქტორანტი, პოლიტოლოგი ზაზა კალანდია.
წიგნში წარმოდგენილი მასალები ასახავენ საქართველოს უახლეს ისტორიას. იგი განკუთვლილია მკვლევარ-სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ პერიოდის საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორ-შემდგენელთა პრინციპული ხედვით, მოპოვებული მასალა წარმოდგენილია პირვანდელი, უცვლელი სახით ყოველგვარი კომენტარების გარეშე. ისინი დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით.
წიგნის პრეზენტაცია - განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ფართო საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა, ეროვნული მოძრაობის მონაწილეებმა, მეცნიერებმა, სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა.
გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ ნაშრომს. ისაუბრეს იმის შესახებ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისათვის და, საერთოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლისათვის ასეთი სახის წყაროების მოძიებას, დახარისხებას და გამოცემას.
დასასრულ, პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და წიგნის პრეზენტაცია-განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11