05-06-2018
8 ივნისს, 11:00 -17:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდება სემინარი "ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა" (სტუ-ს VIII კორპუსი, სხდომათა დარბაზი).
სემინარის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია RIPE NCC (RIPE Network Cooperation),
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.
სემინარის გამომსვლელები იქნებიან:
1. ქრისტიან ტეშელი (Christian Teuschel), RIPE NCC, სისტემური არქიტექტორი
2. ვაჰან ოვსეპიანი (Vahan Hovsepyan), RIPE NCC, საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში;
3. უჩა სეთური, RIPR NCC Fellow, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია-აღმასრულებელი დირექტორი.
სემინარი ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ
რეგისტრაცია.
სიახლეებში დაბრუნება