11-02-2008
ს.ს.ი.პ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
_________________N___________
ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის სასწავლო
ქირის გადახდისათვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო (ფასიანი) სტუდენტებისათვის სასწავლო ქირის გადახდისათვის დამატებითი ვადების განსაზღვრის მიზნით
ვბრძანებ
- სტუ-ს არასაბიუჯეტო (ფასიანი) სექტორის სტუდენტებს, რომლებსაც შესრულებული აქვთ სტუ-ს ¹153 (31.10.2007წ.) ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2007-2008 სასწავლო წლის სწავლების გადასახადის სრულად დაფარვის ვადა განესაზღვროთ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე;
- სტუდენტები, რომლებიც სრულად არ გადაიხდიან სწავლის საფასურს ამ ბრანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მიმდინარე წლის 1 მაისამდე ძირითად თანხასთან ერთად გადაიხდიან 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ჯარიმას, ხოლო ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 1 ივნისამდე ძირითად თანხასთან ერთად გადაიხდიან 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჯარიმას;
- სტუდენტები, რომლებიც არ შეასრულებენ დადგენილ ვადაში ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვალდებულებას გაირიცხებიან უნივერსიტეტიდან;
- ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებს;
- ბრძანება განთავსდეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი
პრფესორი ა. მოწონელიძე
ვიზები:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
პრფესორი ქ. ქოქრაშვილი
სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი ბ. მაისურაძე
სიახლეებში დაბრუნება