მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი PRINTeL - ვებგვერდი

პროექტი PRINTeL - ვებგვერდი

14-05-2018 შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ვებგვერდი.

PRINTeL (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ინსტიტუციური განვითარების პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი). პროექტის კონსორციუმში შედიან ინსტიტუციები სომხეთიდან, საქართველოდან, ბელარუსის ესპუბლიკიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან, მათ შორისაა: უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული კვლევების ეროვნული ცენტრი, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და ჰ. თუმანიანის სახ. ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი) და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და გროდნოს იანკა კუპალას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსის რესპუბლიკა); ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია); ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი); პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია); ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი) და FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია).

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინოვაციური სწავლისა და სწავლების ხელშეწყობას, სტუდენტებისთვის სწავლების გამოცდილების ასამაღლებლად. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის - მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ამასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია უნივერსიტეტში შესაბამისი განვითარების ცენტრების შექმნა და სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის ჩამოყალიბება ინოვაციურ ტექნოლოგიების გამოყენებით.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. საორგანიზაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის სამუშაო პაკეტების დაგეგმვასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები და შესაბამისი აქტივობები.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11