07-03-2012
უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექციებს წაიკითხავენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვოუტერ ტენ ჰააფი (Wouter ten Haaf), რომელიც 2-9 მარტს ტელეკომუნიკაციის, ინფორმატიკის და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხავს ლექციების კურსს, თემაზე:
-
ინოვაციური პროცესი - ახალი ნაწარმის შექმნის საფუძველი
-
ახალი ნაწარმის პროექტირება მომხმარებლის მოლოდინების და საწარმოო შესაძლებლობებისგათვალისწინებით
-
საწარმოო პროცესის პროექტირება ახალი ნაწარმის სპეციფიკის გათვალისწინებით
-
ახალი ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფა
-
ათვისების მრუდი - ნაწარმის და პროცესების სრულყოფის შედეგი
ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სტუმრობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორი რევაზ ჯანიძე, რომელიც ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარებს ლექციათა ციკლს:
7 მარტი: |
- სიგნალის მოდულაცია (Signal Modulation);
- გადაცემის ხაზის მახასიათებლები (Transmission Line Characteristics);
- ქსელური ურთიერთკავშირები, Physical Layer დონე (Network Interconnections, the Physical Layer);
|
9 მარტი: |
- Data Link Layer დონე (The Data Link Layer);
- MAC ქვედონის პროტოკოლები, LAN ლოკალური ქსელები, Ethernet პროტოკოლი (MAC Sublayer, LANs, Ethernet Protocol);
|
13 მარტი: |
- უსადენო კავშირის არხი (Wireless Communication Channel);
- MAC პროტოკოლი უსადენო ლოკალურ ქსელებში Wireless 802.11b LANs (MAC in Wireless 802.11b LANs);
- Bluetooth კავშირები (Bluetooth Communications);
|
14 მარტი: |
- უსადენო WAN, ფიჭური ტელეფონია (Wireless WAN, Cellular Telephony);
- ZigBee კავშირები (ZigBee Communications, IEEE 802.15.4);
- გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა GPS (The Global Positioning System).
|
ლექციები ჩატარდება 14:00 საათზე, სტუ-ს VI კორპუსში, 306-ა აუდიტორიაში.
სიახლეებში დაბრუნება