11-02-2008
”საპატიო დოქტორის” წოდების მინიჭების
დებულება
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში «საპატიო დოქტორის» წოდება დაწესებულია ამ უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით და ენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს, სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეს.
- საპატიო დოქტორის წოდებაზე წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ასევე - ფაკულტეტს. გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრის საფუძველზე იღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
- “საპატიო დოქტორის” წოდების მფლობელს გადაეცემა სპეციალური დამადასტურებელი დიპლომი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მედალი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N28 სხდომის ¹ N13 დადგენილება. თბილისი. 28 იანვარი, 2008 წელი.
საფუძველი: საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 39, აკადემიური წოდებები. თბილისი 2007 წელი.
სიახლეებში დაბრუნება