07-05-2018
კომპანია "APM Terminals Poti" (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური)
ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort.
ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა InPort მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.
პროგრამა შედგება ორი - 6-კვირიანი თეორიული და 14-კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:
- ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი (დარიცხული)
-
ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა
-
ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
-
საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში
პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გააგზავნონ მისამართზე
careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითონ პროგრამის დასახელება - InPort.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 მაისი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.
სიახლეებში დაბრუნება