შეხვედრა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან
24 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) ვიცე-რექტორი, პროფესორი რომუალდას კლიუკასი ეწვია.
კლიუკასს სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდა. შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.