01-05-2018
28 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა ნიკა ყრუაშვილმა, ხატია მელაძემ და გიორგი შალვაშვილმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ჰაკათონში Raspberry Pi-ს გამოყენებით. ჰაკათონი ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში DAAD პროექტის „უნივერსიტეტი-ბიზნესი თანამშრომლობა“ ფარგლებში.
მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უტარდებოდათ პრაქტიკული სემინარი, რომელსაც უძღვებოდა ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მარიო ნოგებაუერი.
სტუ-ს სტუდენტებმა წარმოადგინეს ჭკვიანი სახლის ავტომატური განათების სისტემა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დაჯილდოვდნენ პროექტის პარტნიორი Orient Logic და Smart Web კომპანიების მიერ. აღსანიშნავია, რომ როგორც გამარჯვებულები, სტუ-ს სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან კომპანიაში Smart Web.
სიახლეებში დაბრუნება