მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

იტალიელი სტუმრები

იტალიელი სტუმრები

10-02-2012
იტალიელი სტუმრები სტუ-ში
 
10 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტორები: პროფ. მარია მიმო (Maria Mimmo), არქტიტექტორი ლუჩიო სპეკა (Lucio Speca) და ამავე ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები.
იტალიელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა თბილისის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკურსო ნაშრომებს იტალიელი სტუდენტები შეასრულებენ.
შეხვედრაზე  დაისახა აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედდება.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11