23-04-2018
შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი“ აცხადებს სტაჟირებას ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე, 2018-2019 სასწავლო წლისთვის.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და უნივერისტეტის რეკომენდაცია.
ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით გიმნაზიის ბაზაზე არსებულ სასტუმროში და აგრეთვე, შესაძლებლობა ექნება, გაიაროს პედაგოგიური პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.
სამუშაოს აღწერა:
- მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში
- მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის კოორდინატორთან და განმავითარებელი შეფასებების დოკუმენტაციის წარმოება
- კლასგარეშე ღონისძიებების წარმართვა და ორგანიზება, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეებთან სათანადო ურთიერთობების დამყარება
- მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- ასისტენტ-მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არაუცილებელი)
- კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
სტაჟირება ექვსთვიანია. ანაზღაურება განიხილება სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაუტოლდება პრაქტიკოსი მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებას.აღნიშნული პოზიცია სრულ-განაკვეთიანია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ დეტალური მონაცემები/CV, ელ. ფოსტაზე:
gg.zugdidi@gmail.com და სამოტივაციო წერილი. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "ასისტენტ მასწავლებელი".
განაცხადების მიღება დასრულდება მიმდინარე წლის 20 მაისს, 18:00 სთ.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების მქონე კანდიდატები.
სტაჟირებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი.
ელ-ფოსტა:
gg.zugdidi@gmail.com
მისამართი: ცაიშვილის ქ. N32, ზუგდიდი.
სიახლეებში დაბრუნება