23-04-2018
20 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს ISO სტანდარტით აკრედიტაცია მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო აღნიშნულ სფეროში პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოა საქართველოში.
აკრედიტაცია მინიჭებულია საერთაშორისო სტანდარტით ISO/IEK.17020, სამედიცინო აპარატების ფართო სპექტრის ინსპექტირების უფლებით და აკრედიტებულია შემდეგ სფეროში:
- პაციენტის სასუნთქი/სანარკოზე აპარატები/აირის სისტემები;
- რენტგენის აპარატები/კომპიუტერული ტომოგრაფები/მამოგრაფები/სტომატოლოგიური რენტგენი/ანგიოგრაფები;
- დეფიბრილატორები;
- კანგავლითო პეისმეკერები;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფები;
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატები;
- პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორები/ეკგ/პულსოქსიმეტრები/წნევის აპარატები/ფეტალური მონიტორები.
სიახლეებში დაბრუნება