მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სადოქტორო სასწავლო კურსები

სადოქტორო სასწავლო კურსები

21-01-2008
სადოქტორო სასწავლო კურსები
 
ჩარლზის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევისა და განათლების ცენტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI)
 
ჩარლზის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევისა და განათლების ცენტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) პრაღაში იწვევს დაინტერესებულ სტუდენტებს დოქტორანტურაში სწავლებისათვის (განაცხადის შესატანად) თეორიული და ეკონომიკური განხრით დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
 
 CERGE-EI-ის პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე ასპირანტისთვის სასწავლო კურსებს ეკონომიკის სფეროში. ოთხწლიანი პროგრამა მოიცავს ორწლიან სემინარებს და შემდეგი ორი წელი ეთმობა კვლევით სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობას ხელმძღვანელთან ერთად. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. CERGE-EI პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს, რათა მათ სადისერტაციო კვლევითი ნაშრომის ნაწილი დაამუშაონ დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის  პარტნიორ ინსტიტუტებში, ასევე საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქვეყნების  ერთობლივ კვლევით პროექტებში.
პროგრამა განკუთნილია ნებისმიერი სფეროს სტუდენტისთვის, თუმცა გამოცდილება ეკონიმიკასა და მათემატიკაში ან მსგავს სფეროებში სასურველია.
 
სტუდენტების უმრავლესობა სტიპენდიებს ღებულობს ოთხი წლის განმავლობაში. წარმატებული აპლიკანტები მონაწილეობას იღებენ 2 თვიან მოსამზადებელ კურსებში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, გადაწყდება სტუდენტის ინსტიტუტში ჩარიცხვის საკითხი.
უცხოელ აპლიკანტებს ეძლევათ შესაძლებლობა დოქტორის წოდება მიიღონ ინტერნეტის მეშვეობით, CERGE-EI პროგრამის სასწავლო პროექტების მომზადების საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: www.cerge-ei.cz/dlp/
 
CERGE-EI სტუდენტებს ასევე სთავაზობს ცენტრალური ევროპის განათლების საბაკალავრო პროგრამას საერთაშორისო კულტურის გაღრმავების მიზნით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: http://www.cerge-ei.cz/dlp/
 
განაცხადის შეტანის ბოლო თარიღია – 2008 წლის 28 თებერვალი.
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11