07-11-2011
ვებგვერდი, 111108006, 08/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016571
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №411
2011 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური
სიახლეებში დაბრუნება