11-01-2012
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს ღია კონკურსს რექტორის არჩევნების შესახებ
- 2012 წლის 11 იანვრიდან იწყება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების პროცესი;
- არჩევნები ჩატარდება “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ” დებულების შესაბამისად;
- რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
- კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელსაც თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ინფორმაცია განათლების და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების თაობაზე (CV) (შესაბამისი დოკუმენტებით) და სამოქმედო გეგმა.
- კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 18 იანვარს და დასრულდება 4 თებერვალს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. მისამართზე: ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 325. ტელ: 2 36 41 84.
- არჩევნები აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2012 წლის 14 თებერვალს.
აკადემიური საბჭო

არჩილ ფრანგიშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2012-2016 წლებისათვის
სიახლეებში დაბრუნება