28-03-2018
2018 წლის 2-8 ივლისს კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიტვა) გაიმართება საზაფხულო სკოლა.
საზაფხულო სკოლის ძირითადი მიმართულებებია ბიზნესის კეთება ევროპაში და მეწარმეობა.
ერთკვირიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილე მიიღებს 3 კრედიტს.
30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის გადასახადია 280 ევრო, 15 ივნისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - 300 ევრო.
გადასახადში გათვალისწინებულია საზაფხულო სკოლის განმავლობაში კვება, ექსკურსიები, ტრანსპორტირება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ასევე, სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.
საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი.
სიახლეებში დაბრუნება