საჯარო ლექცია „საჯარო გამოსვლის დროს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტური ინსტრუმენტები“
28-03-2018 27 მარტს, ფსიქოკონსულტანტმა, საერთაშორისო ტრენერმა გიორგი დონაძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის დროს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტური ინსტრუმენტები“.
მომხსენებლის მიერ განხილულ იქნა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა:
გამოსვლის მიზნის ფორმულირება და თემატიკის შერჩევა;
აუდიტორიის ტიპის იდენტიფიკაცია;
აუდიტორიის საჭიროების გათვალისწინებით გამოსვლის/პრეზენტაციის ვერბალური და არავერბალური ადაპტაცია;
კრიტიკული სიტუაციების მართვა;
სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან (საკითხისადმი დადებითად, ნეიტრალურად ან უარყოფითად განწყობილებთან) დამარწმუნებელი კომუნიკაციის ტექნიკები;
საჯარო გამოსვლის შეფასების კრიტერიუმები.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ლექციაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.