28-03-2018
გრძელდება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA - მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 აპრილის ჩათვლით.
სტუ-ს სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი
მის.: კოსტავას N77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266.
ტელ: 236 53 45
სიახლეებში დაბრუნება