26-03-2018
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (Association for Farmers Rights Defense - AFRD) იწყებს შესარჩევ კონკურსს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფერმერებისთვის ანაზღაურებად სამუშაო-სასწავლო სტაჟირებაზე მინესოტას უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებული შტატები).
პროგრამა ხორციელდება მინესოტას უნივერსიტეტის თანადაფინანსების პირობებით.
პროგრამა მოიცავს 4-დან 12 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას ამერიკულ ფერმერულ მეურნეობაში და შემდეგ - მინესოტას უნივერსიტეტში სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში, რის შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს.
უნივერსიტეტში სწავლისას შესაძლებელია პარალელურად მუშაობის შეთავსება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 19-31 წლამდე ასაკის დასაოჯახებელ ახალგაზრდებს. უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში გამოცდილების მქონე სტუდენტებსა და ახალგაზრდა ფერმერებს. სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური ენის ცოდნა, ასევე მართვის მოწმობის ფლობა.
სამუშაო-სასწავლო სტაჟირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგებია:
- სასათბურე მეურნეობა
- მებოსტნეობა-მებაღეობა
- დეკორატიული მეყვავილეობა
- მეხილეობა
- მეფუტკრეობა
- მევენახეობა-მეღვინეობა
- მეცხოველეობა (მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხენეობა)
- მემარცვლეობა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი, არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა, ელ.ფოსტაზე:
exchangeprogramm@gmail.com
კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება.
საკონტაქტო პირი:
ნინო ფიროსმანაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი
მობ: 551 139 477
სიახლეებში დაბრუნება