20-12-2011
ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის წარმომადგენლები
სტუ-ს სტუდენტებს შეხვდებიან
26 დეკემბერს, 15:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში (III სართული, საკონფერენციო ოთახი) გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებაზე მოხდება ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის ახალგაზრდული კლუბის წარდგენა-პრეზენტაცია, აგრეთვე, მის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების განხილვა.
ღონისძიების მიზანია სტუ-ს სტუდენტების ჩართვა კლუბის სამომავლო საქმიანობაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
საკონტაქტო პირი გიორგი მადუაშვილი
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ. #323, ტელ.: 236-53-51
სიახლეებში დაბრუნება