15 დეკემბერს, თბილისი - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საქართველოს პარლამენტმა ახალი ვებ-გვერდი www.pcc.parliament.ge აამუშავა.
ვებ-გვერდი მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ დეპუტატებს შორის კომუნიკაციას შეუწყობს ხელს და მოსახლეობას თავიანთი კანონმდებლების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის.