20-03-2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული
რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
ადგილების რაოდენობა: 3
ფუნქციები:
დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და საქმიანობაში ჩართულობა სტაჟირების
ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების ფარგლებში.
ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
- სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, ფინანსისტის ან/და ენერგეტიკოსის/ელექტროინჟინრის სპეციალობით;
- კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნა;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარ-ჩვევებს.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
- განცხადების გადარჩევა;
- წერითი დავალება (მათ შორის ინგლისურ ენაზე);
- გასაუბრება (მათ შორის ინგლისურ ენაზე).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე:
tkarchkhadze@moesd.gov.ge, მიმდინარე წლის 27 მარტის ჩათვლით. სავალდებულოა რეზიუმესთან ერთად განათლების დამადასტურებელი ცნობისა ან დიპლომის ასლის გაგზავნა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სიახლეებში დაბრუნება