მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეხვედრა

06-12-2011
გერმანული კომპანიები “დოიჩე ბანი” და “iLF Consulting Engeneers”
სტუ-ს სატრანსპორტო და მანაქანათმშენებლობის ფაკულტეტს ესტუმრნენ
 
6 დეკემბერს, სტუ-ს სატრანსპორტო და მანაქანათმშენებლობის ფაკულტეტს სტუმრობდნენ გერმანიის მთავარი სარკინიგზო ოპერატორის “დოიჩე ბანისა” და გერმანული კომპანიის “iLF Consulting Engeneers” წარმომადგენლები, რომლებმაც ფაკულტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს წარუდგინეს აღნიშნული კომპანიები და მათი საქმიანობა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა  სატრანსპორტო და მანაქანათმშენებლობის ფაკულტეტთან გერმანული კომპანიების მომავალ თანამშრომლობას და აგრეთვე, მოცემულ პროექტში შესაბამისი დარგის სტუდენტების დასაქმებას.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11