კონკურსი 2012 -2013 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში (ინგლისი)
ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი აცხადებენ კონკურსს 2012 -2013 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, შემდეგ დარგებში სასწავლებლად:
ადამიანის უფლებები ( პრაქტიკა და თეორია ) MA
ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავება MA
საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარიზმში LLM
საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში LLM
ძირითადი მოთხოვნები:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
უნდა იყვნენ დამამთავრებელ კურსზე ან უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;
უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის IELTS ჩაბარება. საბოლოო გამსვლელი ქულაა 7,0; თითოეულ სექციაში არა ნაკლებ 6,5 ქულისა );
პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში მიღებულ იქნება მხედველობაში;
არ უნდა იყვნენ საქართველოში საერთაშორისო განათლების ცენტრისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან საგრანტო სასწავლო პროგრამებთან, ასევე მათი ნათესავები;
სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2012 წლის 16 იანვარი.
დეტალურიინფორმაციისათვისმიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურს.