იაპონიის კულტურისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სტუ-ს მეცნიერ-თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას
8 დეკემბერს იაპონიის საელჩო აწყობს იაპონიის კულტურის საღამოს, რომელშიც სტუ-ს ქიმიური და მეტალურგიული ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა ხარაშვილი "იაპონურ მოტივებზე" შესრულებული თავისი მხატვრული კერამიკული ნამუშევრებით მიიღებს მონაწილეობას.
საღამო გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის ქ.#7) 18:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.