26 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯან კარლო პერინი ესტუმრა. იტალიელი სტუმარი სტუ-ის ადმინისტრაციისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები.