მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტთა საერთაშორისო დღე

სტუდენტთა საერთაშორისო დღე

17-11-2011
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრთან
 
17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენელები, ასევე სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრაზე მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11