07-09-2011
მობილობის წესით ჩარიცხვისათვის
1. პირი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.nea.ge ელექტრონულ პორტალზე მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე, გამოსასვლელი დღეების გარდა (კვირა), 10 საათიდან 16 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350);
2. მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. განცხადება
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4. ატესტატის (დიპლომის)ასლი;
5. გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის).
სიახლეებში დაბრუნება