მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დაჯილდოება

დაჯილდოება

13-10-2011
დაჯილდოება
 
12 ოქტომბერს, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ლიტვის რესპუბლიკის პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, პროფ. რომუოლდას ჯინევიჩიუსს ჰონორის კაუზა მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ჯინევიჩიუსს საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და სტუ-ის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი  ბრინჯაოს არწივის (II ს ძვ.წ. აღ-ით) მინიატურული ვერცხლის ასლი გადასცა.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11