22 დეკემბერს 16:00 საათზე სტუ-ს თეატრ-სტუდიაში (მ. კოსტავას ქ. N69, სტუ-ს II კორპ., III სართ.) გაიმართება IV საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“. კონცერტში საქართველოს, თურქეთის, ისრაელის, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ფოლკლორული კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.