06-02-2018
9 თებერვალს, 19:00 სთ., საქართველოს უნივერსიტეტში (მისამართი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, აუდიტორია #116) ჩატარდება პროექტის „UG Tech Talks“ რიგით მეორე ღონისძიება, რომლის თემაც გახლავთ "3D ბეჭდვა - მოახლოებული რევოლუცია წარმოებაში".
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი Startup Factory და ღონისძიებაზე განხილული იქნება ის მსოფლიო ტრენდები და გამოწვევები 3D ბეჭდვის მიმართულებით, რომლებიც რადიკალურად ცვლიან ნებისმიერი ნივთის წარმოების პრინციპებს.