22 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (მსოფლიო მეურნეობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალიზაცია) საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რევაზ ლორთქიფანიძე რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ მისი შრომა "კონკურენციის თეორიის „სენსაციური“ ფარული ხარვეზები და გადაუდებელი რეგულაციები" გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფონდის "ივერიელის" ვებგვერდზე.