09-01-2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი ანა გოგიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2017 წლის გრანტის მფლობელი გახდა.
ანა გოგიშვილმა წარმატებით დაამთავრა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა. ხანგრძლივი სტაჟირებებით 4-ჯერ იმყოფებოდა იულიხის კვლევით ცენტრის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტში. „შემოდგომის ლექციების“ აქტიური მონაწილე ანა გოგიშვილი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში და არის სტუ-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციების გამარჯვებული. ის 2 სამეცნიერო სტატიის ავტორია.
ანა გოგიშვილის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი და იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-4) დირექტორი, პროფ. ჯონ შა.
ქართველი მაგისტრანტი სამაგისტრო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.
სიახლეებში დაბრუნება