მოსწავლეები ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ახალ ლაბორატორიაში
2 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი ახალი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ ფიზიკური ცდები უნიკალურ ლაბორატორიაში და გაცნობოდნენ თანამედროვე დანადგარების შესაძლებლობებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერით, ტექნიკურ უბნივერსიტეტში არაერთი უნიკალური სასწავლო-კვევითი ლაბორატორია გაიხსნა. სამომავლოდ საკვირაო სკოლების ამოქმედება იგეგმება. აქ მოსწავლეებს დარგის სპეციალიტები უმასპინძლებენ. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა სტუმრობაც ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მალე სისტემტიურ ხასიათს მიიღებს.