14-12-2017
13-17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყლის რესურსების ინსტიტუტის პროფესორმა გივი გავარდაშვილმა Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიტვა) ლექციების კურსი წაიკითხა.
ქართველმა პროფესორმა ლექციები წაუკითხა ლიტვური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერინგის დეპარტამენტის გეოდეზიისა და აგრობიზნესის ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ლექციების თემატიკა ეხებოდა გარემოსდაცვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალურ საკითხებს. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ასევე, ესაუბრა საქართველოზე, მის კულტურასა და ისტორიაზე.
მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასისტენტ პროფესორ ინა ჟივატკაუსკიენესთან, სადაც განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.
კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სტუ-ს პროფესორის მიერ მობილობის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.
სიახლეებში დაბრუნება