13-12-2017

12 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ESN Tbilisi ISU ლოკალური სექციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაციის აქტიური წევრები და სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა კონკურსში და Erasmus+ სტიპენდიანტები გახდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღოთ Erasmus+ სასტიპენდიო აკადემიური პროგრამების შესახებ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისთვის.


სიახლეებში დაბრუნება