03-04-2007
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N236. 02. 04. 2007
არჩილ მოწონელიძის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე და 184-ე მუხლების, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიოანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”მ” ქვეპუნქტების საფუძველზე
ვბრძანებ:
- მიღებულ იქნეს წარმოებაში არჩილ მოწონელიძის ადმინისტრაციული საჩივარი (მ/3025, 02.04.07) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 30 მარტის N3 და N4 განკარგულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით;
- შეჩერებული იქნეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 30 მარტის N3 და N4 განკარგულებების მოქმედება ა. მოწონელიძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულებამდე;
- დაევალოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს (ჩ. თაქთაქიშვილი) აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების დადგენილი წესით გაცნობა დაინტერესებუილი პირებისთვის.
ალექსანდრე ლომაია
სიახლეებში დაბრუნება