მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„დაზარალებულთა კვირეული“ - არტ-ნამუშევრების კონკურსი

„დაზარალებულთა კვირეული“ - არტ-ნამუშევრების კონკურსი

19-11-2017 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსის ჩატარება.
 
კონკურსისთვის მომზადებული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მესიჯს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ (მესიჯი შესაძლოა შეეხებოდეს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას). 
 
ფოტოსურათი და ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე და ის  შესაძლებელია მომზადებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. 
 
ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იქნას მიმდინარე წლის 28 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გორგასლის 24 (საქართველოს მთავარი პროკურატურა). 
 
კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა 2 დეკემბერს თბილისი მოლში.
 
ამავე დღეს გაიმართება პირველ სამ ადგილზე გასულ კანდიდატთა დაჯილდოება, რომლებსაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მხარდამჭერია  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სალომე დოლიძე, საკონტაქტო პირი
ელ.ფოსტა: sdolidze@pog.gov.ge
ტელ.: 598 743 288

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11