უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლისა და აღდგენის წესით ჩარიცხვის დოკუმენტაცია
აღდგენის წესით ჩარიცხვისა და უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2011 წლის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე, გამოსასვლელი დღეების გარდა (კვირა), 10 საათიდან 16 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350).
აღდგენისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განცხადება
პირადობის მოწმობის ასლი;
სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
ატესტატის (დიპლომის), ასლი;
გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის).
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განცხადება
პირადობის მოწმობის ასლი;
სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;