საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა იუზა კუბლაშვილის სახელობისაა
რამდენიმე ხნის წინათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელას, უნივერსიტეტისა და ქართული საგუნდო ხელოვნების წინაშე გაწეული ღვაწლის დასაფასებლად, ეწოდა გამოჩენილი ლოტბარისა და ორგანიზატორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის იუზა კუბლაშვილის სახელი.