19-07-2011
შპს “ალიანს ჯგუფი აი – თი” აცხადებს ვაკანსიას ვებ პროგრამისტის თანამდებობაზე
შპს “ალიანს ჯგუფი აი – თი” არის სს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” (www.agh.ge), შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია უზრუნველყოს მომსახურების ფართო სპექტრი თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
შპს “ალიანს ჯგუფი აი – თი” აცხადებს ვაკანსიას ვებ პროგრამისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული (რვა სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2011
სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 აგვისტო, 2011
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: ერთი
ვაკანსიის ნომერი: AG/IT/11-003
ძირითადი მოთხოვნები:
- ვებ აპლიკაციის დაწერა და მისი ადაპტირება ინოვაციური კონცეფციის ბაზაზე;
- ვებ გვერდის მომხმარებლებისათვის მარტივი და სწრაფი პროგრამული ფუნქციების უზრუნველყოფა;
- ვებ აპლიკაციის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციების შემუშავება, ტექსტური ნაწილის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პროგრამირებაში, გამოთვლით ტექნიკასა ან ინფორმატიკასა და მათემატიკაში (მაგისტრი ან სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- .NET ტექნოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ვებ პროგრამირების მაღალ დონეზე ცოდნა: C#, ASP.NET, PHP, JavaScript;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის სიღრმისეული ცოდნა: MS SQL, MySql.
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ცოდნა (SEO);
- ვებ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პროფესიული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული, მოnაცემებთან აკურატული მუშაობის უნარი;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
- დაგეგმილ ვადებში სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფა;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
- კორექტული, დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
- საქმისადმი კრეატული მიდგომა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@agh.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება თემის ველში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი, 2011 წელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ტელ.: 236 53 45
სიახლეებში დაბრუნება