მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საგანმანათლებლო გამოფენა „ისწავლე იტალიაში“

საგანმანათლებლო გამოფენა „ისწავლე იტალიაში“

20-10-2017 22 ოქტომბერს, 14:00-18:00 სთ., სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია", ჩატარდება პირველი საგანმანათლებლო გამოფენა „ისწავლე იტალიაში“.

ღონისძიების მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში და მასში მონაწილეობას იღებს იტალიის რჩეული უმაღლესი სასწავლებლები.

გამოფენაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ უშუალოდ დაეკონტაქტონ იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღონ საინტერესო კითხვებზე, ასევე, ახლოს გაეცნონ იტალიის უმაღლესი განათლების სისტემას და ამ სფეროში იტალიაში არსებულ შესაძლებლობებს.
გამოფენასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმახცია იხილეთ აქ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11