17-10-2017
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“, რომელიც 28 ოქტომბრიდან ახალი პროგრამითა და ფორმატით განაახლებს მეცადინეობებს.
მეცადინოებები ჩატარდება ყოველ შაბათს და ტრადიციულ კურსებს: „გამოყენებითი, სახალისო მათემატიკა“, „თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური გამოწვევები და სტუ“, „Arduino“, დაემატება ლექციები ხელოვნებათმცოდნეობაში, web-ტექნოლოგიები და პროგრამირება.
მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია ელის ახალ მსმენელებს - მომავალ აკადემიკოსებს.
მისამართი:
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრი - „ერთად“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი (კოსტავას 77), VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510ა.
ტელ.: 236-41-28, 64-47
სიახლეებში დაბრუნება