საერთაშორისო კონფერენცია
2011 წლის 19-23 ივნისს, ქალაქ ჰამბურგში, ტარდება ევროპაში აღიარებული საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა სუპერკომპიუტერებში, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებს სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტიდან მივლინებული, ,,ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების” მიმართულების უფროსი მასწავლებელი მიხეილ ქანთარია. კონფერენციის მუშაობის პერიოდული ონლაინ ტრანსლაცია ხორციელდება ,,ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების’’ მიმართულების საიტზე http://bit.gtu.ge , ამ საიტზე განთავსდება გერმანიიდან ადრე მოწოდებული ვიდეომასალა.