07-09-2017
11 სექტემბერს, 10:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსი, მე-3 სართული, კოსტავას ქ. #77) გაიხსნება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია-სემინარი „საინფორმაციო ტექნოლოგიები, შენობა-ნაგებობათა კომპიუტერული მოდელირება და გათვლები სეისმომედეგ მშენებლობაში“.
კონფერენციის ძირითადი თემატიკური მიმართულებებია:
• შენობა-ნაგებობების მოდელირების, გაანგარიშებისა და პროექტირების საინფორმაციო ტექნოლოგიები მშენებლობაში;
• რთული შენობა-ნაგებობების გაანგარიშებების შესრულებათა გამოცდილება თანამედროვე პროგრამული კომპლექსების გამოყენებით;
• შენობა-ნაგებობათა რიცხვითი მოდელირება მათი საციცოცხლო ციკლის გათვალისწინებით;
• სეისმური ზემოქმედების მოდელირება პროგრამულ კომპლექსებში სხვადასხვა მეთოდიკის გათვალისწინებით;
• სამოქალაქო, საწარმოო და სატრანსპორტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
• მასალებისა და კონსტრუქციების საიმედოობის და ხანმედეგობის შეფასების მეთოდიკა და პრაქტიკა, ძალოვანი და გარე ფაქტორების ზემოქმედებათა გათვალისწინებით;
• თანამედროვე პროგრამული კომპლექსების გამოყენება სტუდენტების და დოქტორანტების მომზადების საქმეში;
• პროგრამული კომპლექსი „ლირა საპრ 2017“-ის მასტერ კლასი.
საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია 12 სექტემბერს დასრულდება.
14-16 სექტემბერს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია, ასევე, გასვლითი სხდომები ბათუმში, რეგიონში არსებული სამშენელო ინდუსტრიის ობიექტების დათვალიერება-ანალიზის მიზნით.
სიახლეებში დაბრუნება